Total Pageviews

Thursday, December 22, 2016

ჭადრაკის ლეგენდა

ჭადრაკი შორეულ წარსულში, ინდოეთში იქნა გამოგონებული, თუმცა ზოგიერთებს მიაჩნიათ რომ იგი სპარსეთში გამოიგონეს.ამ თამაშზე უამრავი ლეგენდა არსებობს, მე კი ინდური ლეგენდის მიხედვით გიამბობთ მისი შექმნის ისტორიას.ვინმე სინმა დიდხანს ფიქრისა და შრომის შემდეგ გამოიგონა ჭადრაკი.მან თავისი გამოგონება სამეფო თამაშად მიიჩნია და რაჯას მიართვა.რაჯა ძალზედ აღფრთოვანებულა ნაბოძებით და სამაგიერო საჩუქარი რა გნებავსო უკითხავს გამომგონებლისთვის, რომელსაც იმდენი ხორბალი უთხოვია რამდენიც ჭადრაკის დაფიდან მოუწევდა, თუ ერთ უჯრაზე ერთ მარცვალს დადებდნენ, მეორეზე-ორს, მესამეზე-ოთხს, მესამეზ- რვას და ა.შ.რაჯას გასცინებია ეს რა მარიტივი რამე მთხოვეო და ბრძანება გაუცია დაეანგარიშებინათ გამომგონებელს რამდენი მარცვალი ეკუთვნოდა.მხოლოდ საბოლოო შედეგის დაანგარიშების შემდეგ მიხვდა რაჯა, რომ დანაპირებს ვერასოდეს შეუსრულებდა:64 უჯრაზე მიღებული ციფრის რაოდენობის ხორბლის მასა, მთელ დადემიწას დაფარავდა 5 სანტიმეტრის სისქის ხორბლის ფენით.
თავდაპირველად ჭადრაკს ჩატურანგა ერქვა, რაც სანსკიტზე ნიშნავს ოთხთა თამაშსოთხი სახეობის ჯარით:საბრძოლო ეტლები, სპილოები, მხედრები და ქვეითები.შემდეგ სპარსელების ზეგავლენით ჩატრანგი ხოლო შემდეგ არაბებმა კი მათთვის უცნობ თამაშს შატრანჯი უწოდეს, წლების განმავლობაში სახელწოდებაც და წესებიც იხვეწებოდა, ხოლო 1886 წელს მსოფლიოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი მოევლინა.
 Image result for ჭადრაკის დაფა       Image result for ჭადრაკის დაფა

No comments:

Post a Comment